logo

სიახლეები ტიაგო სილვას "მილანში" დაბრუნების შესახებ

სიახლეები ტიაგო სილვას "მილანში" დაბრუნების შესახებ

"პარი სენ ჟერმენის" ცენტრალურმა მცველმა, ტიაგო სილვამ შესაძლოა საფრანგეთი დატოვოს და იტალიის სერია ა-ში დაბრუნდეს. ამ საკითხის შესახებ საუბარი კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შევიდა.

Tuttosport-ის ინფორმაციით, "მილანის" ხელმძღვანელობა ტიაგო სილვას დაბრუნების ვარიანტს განიხილავს და მხარეებს შორის მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დაიწყება. სავარაუდოდ, კორონავირუსის პანდემიის დასრულებისთანავე.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი "მილანის" ღირსებას 2009-12 წლებში იცავდა. მან "როსონერის" მაისური სერია ა-ს 93 შეხვედრაში მოირგო და 5 გოლის გატანა მოახერხა.

6 თვის წინ
1036 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ