მას შემდეგ, რაც "მილანმა" კიდევ ერთი სატრანსფერო სამიზნე დაკარგა და სტივენ ბოტმანი "ნიუკასლს" უკვე ოფიციალურად შეუერთდა, "როსონერი" სხვა ვარიანტებზე გადაერთო.
ლომბარდიული გრანდის რადარზე "ლევერკუზენის" უკანახაზელი პიერო ინკაპიე მოექცა.
20 წლის ეკვადორელი ფეხბურთელის აგენტმა მედიის წარმომადგენლებთან "მილანის" ინტერესი დაადასტურა.
"მილანის" მხრიდან ინტერესი პიეროს მიმართ მართლაც არსებობს. პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა "ლევერკუზენთან" ერთად განვიხილავთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.
პიერო ამ მომენტისთვის გერმანიაში ძალიან ბედნიერია, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება მომავალში".