
იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პაოლო მალდინი და ფრედრიკ მასარა არგენტინელი ვარსკვლავის პაულო დიბალას ტრანსფერზე მუშაობენ და ფეხბურთელს პირველი წინადადებით უკვე მიმართეს.
"როსონერიმ" ფეხბურთელს 4-წლიანი ხელშეკრულება შესთავაზა, რომლის მიხედვითაც ანაზღაურების სახით 4.5 მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს წინადადება დიბალასთვის მისაღები იყოს.
La Repubblica-ს ცნობით, დიბალას წლიურად 7 მილიონი ევროს მიღება სურს, თუმცა ჯერჯერობით აღნიშნული პირობების დაკმაყოფილებას არც ერთი დაინტერესებული გუნდი არ აპირებს.
გამოცემის მტკიცებით, დიბალას აგენტი მისთვის ახალი გუნდის ძიებას განაგრძობს და რამდენიმე დღის წინ მისი სამსახური რომასაც შესთავაზა, ამიტომ ჯერჯერობით დიბალას საგა დასასრულისგან ძალიან შორს არის.