სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდში "მილანსა" და "ბარსელონას" შორის ჟოან გამპერის თასზე ამხანაგური მატჩი გაიმართება.
აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა "რომას" უნდა მიეღო, მაგრამ "ჯალოროსიმ" უარი განაცხადა, რის გამოც კატალონიური გრანდი სასამართლოში ჩივილს გეგამვს.
ესპანური მედიის ინფორმაციით, "ჯალოროსი" მეტოქის შემცვლელს ეძებს და მთავარი კანდიდატი მილანია.
იტალიურ და ესპანურ კლუბებს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და შეხვედრის თარიღი მალე გახდება ცნობილი.