იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, InvestCorp-ი საქმიდან გავიდა და მოლაპარაკებებში RedBird-ი დაწინაურდა.
არაერთმა გავლენიანმა იტალიურმა წყარომ დაადასტურა, რომ "მილანის" მფლობელები და ამერიკული საინვესტიციო კომპანია უკვე შეთანხმდნენ.
შეთანხმების მიხედვით, Elliott-ი "როსონერის" სანაცვლოდ 1.3 მილარდ ევროს მიიღებს, რომელიც სხვადასხვა პუნქტების შესრულების შემთხვევაში 1.8 მილიარდამდე გაიზრდება.
Bloomberg-ის ინფორმაციით, შეთანხმება შესაძლოა მომდევნო კვირას გაოფიციალურდეს, თუმცა არ არის გამორიცხული, გარკვეული ბიუროკრატიული პროცედურების გამო, მათ საბუთების მოსაწესრიგებლად მეტი დრო დასჭირდეთ,.
ფაქტობრივად გადაწყვეტილი ამბავუა, რომ ლომბარდიული გრანდი ახალ სეზონს ახალი მფლობელებით შეხვდება.