logo

სატრანსფერო ფანჯარა შეიცვლება: "ფეხბურთი, როგორც NBA"

სატრანსფერო ფანჯარა შეიცვლება: "ფეხბურთი, როგორც NBA"

კორონავირუსმა მსოფლიო ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა, რაც ავტომატურად ფეხბურთზეც აისახება, განსაკუთრებით კი სატრანსფერო ფანჯარაზე, რომელიც გარდაქმნის რისკის ქვეშაა.

კლუბების სპორტულმა დირექტორებმა ნაკლები ფულით და მეტი კრეატიულობით უნდა იმოქმედონ, რაც ფაბიო პარატიჩიმ "Tuttosport"-თან ინტერვიუშიც აღნიშნა: "ფეხბურთი, როგორც NBA." ეს კი ნიშნავს იმას, რომ სატრანსფერო ფანჯარა ძირითადად გაცვლაზე იქნება ორიენტირებული. 

ფასების მკვეთრი ვარდნა იწინასწარმეტყველა ჯუზეპე მაროტამაც. "უდინეზეს" სპორტულმა დირექტორმა პიერპაოლო მარინომ კი შემდეგი განცხადება გააკეთა: "100-150 მილიონიანი ტრანსფერები ახლო მომავალში არ იარსებებს."

2 თვის წინ
1438 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 326
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ