logo

ჰონდა ფეხბურთის ისტორიაში შევიდა

ჰონდა ფეხბურთის ისტორიაში შევიდა

"მილანის" ყოფილი ფეხბურთელი კეისუკე ჰონდა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შევიდა. "როსონერის" ყოფილი ათიანი გახდა პირველი ფეხბურთელი ვინც ხუთ კონტინენტზე შეძლო გოლის გატანა.

იაპონელმა შემტევმა ნახევარმცველმა კონტრაქტი ბრაზილიურ "ბოტოფაგუსთან" გააფორმა და სადებიუტო მატჩში "ბანგუსთან" შეძლო გოლის გატანა, რითაც ისტორიაში ჩაეწერა.

მანამდე აზიაში "ნაგოია გრამპუსის" მაისურით გაიტანა გოლი, ევროპაში "ვენლოს", მოსკოვის "ცეესკას" და "მილანის" მაისურით, ჩრდილოეთ ამერიკაში "პაჩუკას" მაისურით, ხოლო ავსტრალიაში "მელბურნის".

ჰონდას რეკორდის გაუმჯობესების შანსიც აქვს თუ აფრიკის კონტინენტზეც შეძლებს გოლის გატანას და მონდომების შემთხვევაში ამისათვის დრო ნამდვილად ექნება.


2 კვირის წინ
670 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 287
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ