ვლაჰოვიჩი: "ზლატანი ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია"

ვლაჰოვიჩი: "ზლატანი ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია"

"ფიორენტინას" თავდამსხმელმა დუშან ვლაჰოვიჩმა მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა და გაამხილა, რომ "მილანთან" 4 - 3 მოგების შემდეგ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეწუხება არ სურდა.

"მილანთან" მატჩი ოცნება იყო. წარსული დავიწყებულია და მთავარია ახლა რა იქნება. ზლატანთან ერთად თამაში ჩემთვის განსაკუთრებული იყო, მაგრამ მატჩის შემდეგ მასთან არ მისაუბრია, რადგან მისი შეწუხება არ მინდოდა. წინა შეხვედრაზე ზლატანმა მითხრა, რომ არ დავნებდე და წინსვლა განვაგრძო. "მილანთან" მატჩი ჩემთვის დიდი გამოცდა იყო, რადგან ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება იბრაჰიმოვიჩის შესახებ. მის მემკვიდრედ თავს არ ვთვლი და ვფიქრობ, რომ ყველამ თავისი გზა უნდა გაიაროს. ის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია, ვისაც კი ოდესმე შევხვედრილვარ. ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი მის დონემდე მისასვლელად. "მილანს" ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებები ვუსურვე, რადგან მათ ჰყავთ მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი", -  განაცხადა სერბმა თავდამსხმელმა.

2 თვის წინ
294 / 0
გ. გელაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო