მალდინის სამიზნე „პსჟ-დან"

მალდინის სამიზნე „პსჟ-დან"

როგორც "PianetaMilan-ი" იტყობინება, პაოლო მალდინიმ თვალი „პარი სენ-ჟერმენში" ახლახანს გადასულ ჟორჟინიო ვეინალდუმს დაადგა, რომელიც მაურისიო პოჩეტინოს ხელში არასაკმარისი სათამაშო დროის გამო უკმაყოფილოა.

მოგეხსენებათ, ფრენკ კესი და ისმაელ ბენასერი იანვრიდან თებერვლამდე „მილანს" ვერ დაეხმარებიან, რადგან აფრიკის თასზე მიემგზავრებიან.

ნიდერლანდელი ფეხბურთელის იჯარის წესით „როსონერიში" გადმობირება, მართლაც, კარგი იდეაა – 30 წლის მოთამაშე უკმაყოფილოა და სწორედ მშრალი იჯარა სეზონის ბოლომდე ორივე მხარეს დააკმაყოფილებდა. 

"Transfermarkt-ის" ვერსიით, ვეინალდუმის ღირებულება 30 მილიონი ევროა.

1 თვის წინ
767 / 1
საშკა ცხოვრებაშვილი
user
Arigo თითქოს არაა ურიგო ვარიანტი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო