„ლივერპული" 3-2 „მილანი" | პიოლის მატჩისშემდგომი კომენტარი

„ლივერპული" 3-2 „მილანი" | პიოლის მატჩისშემდგომი კომენტარი

სტეფანო პიოლიმ „ლივერპულთან" თამაში შეაფასა.

„შედეგი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია. „ლივერპულს" მაგარი თამაში ჰქონდა, განსაკუთრებით პირველ 25 წუთში. შემდეგ ჩვენ ეს ყველაფერი შევცვალეთ და მეორე ტაიმში კი ჩვენივე შეცდომების გამო ორი გოლი მივიღეთ. ეს გამოწვევაა, რომელიც გაგვზრდის საკმაოდ ინტენსივობასა და ხარისხში.

გუნდი მოტივირებული იყო. მეტოქისგან ძლიერ დასაწყისს ველოდით. ძალიან სტატიკურები ვიყავით და არ შეგვწევდა ძალა მათი ზეწოლა გადაგველახა. გარემო, მატჩი, ხარისხი – ოპონენტმა სირთულეები შეგვიქმნა.

კლოპს სახეზე ღიმილი ჰქონდა. მან თქვა, რომ მაგარი შეხვედრა გამოვიდა. ცუდია ეს შედეგი, მნიშვნელოვანი იქნებოდა პოზიტიურად დაგვეწყო. გარკვეული პოზიციები მოვამზადეთ მათი ზეწოლის გადასალახად, მაგრამ ეს ძალზე დიდი გახლდათ, მოგვიწია ბევრი ბრძოლა.

ჩემი აზრით, მაღალი ბურთის მომგები ცენტრფორვარდი ამ თამაშში არ გვყავდა – სწორედ ამას ვეძებდით მთელი მატჩი. საერთოდ უფრო ფრთხილად ვართ ხოლმე. უკეთესი დაცვა გვმართებდა", – დასძინა იტალიელმა სპეციალისტმა.

 

1 თვის წინ
882 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო