როგორც მოგეხსენებათ, ტეო ერნანდესი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს და უდიდესი ალბათობით, მისი დებიუტი უკრაინასთან მატჩში შედგება.
"მილანის" განაპირა მცველმა ნაკრებში პირველად გამოძახებულთა რიტუალი შეასრულა, რომელიც შემდეგში მდგომარეობს - ფეხბურთელი დგება სკამზე და ასრულებს ცნობილ ესპანურ სიმღერა "La Bamba"-ს.
ცნობითვის, ტეოსთან ერთად, ეს რიტუალი ჯორდან ვერეტუმ, არუელიე ჩუამენმა და მუსა დიაბიმაც შეასრულეს.