"მე უფრო მეტი შემიძლია" - დალოს ამბიციური განცხადება

"მე უფრო მეტი შემიძლია" - დალოს ამბიციური განცხადება

როგორც მოგეხსენებათ, დიოგო დალომ გასული სეზონი იჯარის წესით "მილანის" რიგებში ჩაატარა, სეზონის დასრულების შემდეგ კი, კვლავ "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუბრუნდა.

მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელი კვლავ "წითელი ეშმაკების" მოთამაშეა, მისი "როსონერიში" დაბრუნება გამორიცხული არ არის და მხარეები ამ საკითხზე ჯერ კიდევ მუშაობენ.

დალოს თავისი ამბიციების შესახებ ჰკითხეს, მან განაცხადა, რომ მის მიზანს გაუმჯობესება წარმოადგენს.

"მინდა, რომ სათამაშო დრო მივიღო და მოედანზე ჩემი მაქსიმუმი დავდო. წინა სეზონი შესანიშნავი იყო, მაგრამ მე უფრო მეტი შემიძლია", - განაცხადა პორტუგალიელმა მცველმა.

ცნობისთვის, "მანჩესტერ იუნაიტედი" მის სანაცვლოდ დაახლოებით 4 მილიონ ევროს ითხოვს, "მილანს" კი ეს შეთავაზება არ აწყობს.

1 თვის წინ
444 / 1
Chituna
user
Arigo თუ 4 მილიონად ყიდის, მაშინ სალაპარაკო არაფერია, ხურდებია!
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ტონალი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ბენასერი