
გორის "დილაში" 24 წლის ჯაკოპო ვიოლა ვარჯიშობს, რომელიც იტალიური გრანდის, "მილანის" საფეხბურთო აკადემისი გაზრდილია. მაგრამ ჯერ მისი საკითხი არ გადაწყვეტილა.
ვიოლა 1996 წლის 16 იანვარს ლუქსემბურგში დაიბადა და აქვს ორმაგი მოქალაქეობა, იტალიისა და ლუქსემბურგის.
ვიოლა "მილანის" 19-წლამდელთა გუნდში იუნიორთა ჩემპიონთა ლიგის მონაწილე იყო. შემდეგ მერე თავისუფალი აგენტი გახდა და დღემდე იტალიის დაბალ ლიგის გუნდებში უთამაშია.
2014 წლის ივლისში "სიენაში" ჩაირიცხა. ერთი წლის შემდეგ, ხელი მოაწერა "სირაკუზასთან", სადაც 2015/2016 სეზონი თითქმის ყველა თამაში ჩააატარა. მერე "მელფის" მოთამაშე გახდა, მაგრამ მისი კონტრაქტი "რეჯიანას" ეკუთვნოა. ბოლოს კი სერია ც-ს აუტსაიდერ "გოზანოში" ირიცხებოდა, მაგრამ გუნდი ზაფხულში დატოვა და 1 ივლისის შემდეგ უგუნდოდ იყო.
ფეხბურთელმა "დილასთან" ერთად უკვე ჩაატარა ამხანაგური მატჩი (პირველი ნახევარი) სამტრედიის წინააღმდეგ, რომელიც დილას გამარჯვებით დასრულდა (0:1).
ცოტა უცნაური ისაა, რომ საფეხბურთო სამყაროში ვიოლას კარგად არ იცნობენ. ამის მიუხედავად, მას ინსტაგრამზე 44 800 გამომწერი ჰყავს.