logo

ოფიციალურად: როდრიგესი ახალ გუნდში გადავიდა

ოფიციალურად: როდრიგესი ახალ გუნდში გადავიდა

"მილანის" მარცხენა მცველმა, რიკარდო როდრიგესმა იტალია დატოვა და კარიერას ჰოლანდიურ "პსვ-ში" გააგრძელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 27 წლის შვეიცარიელი ახალ კლუბს მშრალი, 6 თვიანი იჯარის წესით შეუერთდა - "პსვ"-ს ტრანსფერი 1 მილიონი ევრო დაუჯდა.

წარმოშობით ესპანელი განაპირა მცველის სახელს თავდაპირველად უკავშირებდნენ "ნაპოლისა" და "ფენერბაჰჩეს", მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა.

შეგახსენებთ, რომ რიკარდო როდრიგესი "მილანში" 2017 წლიდან ასპარეზობდა. მან "როსონერი" მაისურით სერია ა-ში 74 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლის გატანა მოახერხა

8 თვის წინ
1079 / 0
ლევან კვინიკაძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 119
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ