logo

რაიოლა "მილანს" შეტევის გასაძლიერებლად თავის კლიენტს სთავაზობს

რაიოლა "მილანს" შეტევის გასაძლიერებლად თავის კლიენტს სთავაზობს

სუპერ აგენტი მინო რაიოლა "მილანს" შეტევის გასაძლიერებლად თავის კლიენტს სთავაზობს, თუმცა ამ შემთხვევაში არა შვედ ფორვარდს ზლატან იბრაჰიმოვიჩს.

ამჯერად საუბარია 19 წლის თავდამსხმელზე მოიზე კინზე, რომელსაც პრემიერ ლიგაში კარგი დროება არ უდგას და 11 შეხვედრაში გოლი ვერ გაიტანა. "Calciomercato"-ს მტკიცებით, ახალგაზრდა ფეხბურთელს სამშობლოში დაბრუნება უნდა და ეს ყველაფერი თავის აგენტს უკვე აცნობა.

კინს იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ფორმაში ყოფნა სჭირდება, ამიტომ ტრანსფერის განხორციელება იანვარშივე სურს.

"მილანიც" თანახმაა მოიზე არენდით აიყვანოს, თუმცა ლომბარდიელებს სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვის უფლების მიღება სურთ, რაზეც "ევერტონი" უარს აცხადებს, თუმცა საქმეში რაიოლაა ჩართული და "კამფეტების" ხელმძღვანელობას დათმობაზე წასვლისკენ უბიძგებს.

5 თვის წინ
412 / 0
ლევან კვინიკაძე
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 288
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ