
მას შემდეგ რაც "მილანმა" ფრანკ კესიესა და მატეო პოლიტანოს გაცვლაზე უარი განაცხადა "Corriere della Sera"-სა და "Sportmediaset"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით "ნერაძურიმ" ახალი შეთავაზება გააკეთა, რომლის თანახმადაც კონტეს შტაბმა ამჟამად "როსონერის" მატიას ვესინო შესთავაზა.
მალდინი და ბობანი ჯერჯერობით თანხმობას არ აცხადებენ, რადგან ბევრი კრიტიკის მიუხედავად კოტ დ'ივუარელი ნახევარმცველის მთავარი მტრისთვის გადაცემა არ სურთ. გარდა ამისა ურუგვაელი ფეხბურთელის ფასი 20 მილიონი ევროა, ხოლო აფრიკელის 10 მილიონით მეტი, 30 მილიონი ევრო.
კესიე "კალიარისთან" ახალ 4-4-2 ტაქტიკაში ძალიან კარგად ასპარეზობდა და არაა გამორიცხული კვლავ გუნდში დარჩეს. რაც შეეხება ვესინოს, კლასიკური მეცალაა და კარიერის მანძილზე 28 წლის ფეხბურთელს სამ კლუბში უთამაშია: "ინტერი", "ფიორენტინა" და "ემპოლი".