logo

"შემროკის" მეკარე: "პირადად გავიგებ ზლატანი ჯობია თუ დელ პიერო"

"შემროკის" მეკარე: "პირადად გავიგებ ზლატანი ჯობია თუ დელ პიერო"

"შემროკ როვერსის" მეკარემ ალან მანუსმა "მილანთან" დაპირისპირებამდე განცხადება გააკეთა. ჩრდილოეთ ირლანდიელი კიპერი მოუთმენლად ელის "როსონერისთან" დაპირისპირებას, რათა გაარკვიოს ზლატანი უფრო ძლიერია თუ დელ პიერო.

"გამიმართლა, რომ აქ ვიყავი 10 წლის წინაც, როდესაც "იუვენტუსს" შევხვდით. დელ პიერომ შორეული ჯარიმა გამიტანა, ის ვარსკვლავი იყო, მაგრამ მთელი გუნდი ჩემპიონებით იყო დაკომპლექტებული."

"ზლატანი ალბათ დელ პიეროსთან ერთად ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, ვის წინააღმდეგაც ნათამაშები მექნება. პირადად გავიგებ იბრა ჯობია თუ დელ პიერო და მატჩის შემდეგ განცხადებას გავაკეთებ." - განაცხადა მანუსმა.

ირლანდიელებს ზუსტად 10 წლის წინ, ასევე ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ტურინის "იუვენტუსთან" მოუწიათ დაპირისპირება და მაშინაც გუნდის მთავარი მეკარე ალანი იყო.

2 თვის წინ
736 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 195
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო, სალმაკერსი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ