კალაძე: "მაშინ კიევის "დინამოში" ვთამაშობდი და "სან სიროზე" ამხანაგური მატჩი გვქონდა"

კალაძე: "მაშინ კიევის "დინამოში" ვთამაშობდი და "სან სიროზე" ამხანაგური მატჩი გვქონდა"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ლეგენდამ კახა კალაძემ  "მილანში" გატარებული ადრეული წლები გაიხსენა.

"მაშინ, კიევის "დინამოს" ღირსებას ვიცავდი, "სან ზიროზე" "მილანთან" ამხანაგური შეხვედრა გვქნდა და სტადიონი გადაჭედილი იყო. ამ მატჩში სებასტიანო როსის ჯარიმა გავუტანე. მანამდე ადრიანო გალიანი და არიედო ბრაიდა შვჩენკოს აკვირდებოდნენ, ზოგადად ძალიან კარგი სეზონი გვქონდა, ხოლო ამ მატჩის შემდეგ ჩემზე დაკვირვებაც დაიწყეს და ასე მოვედი "მილანში".

"მილანში" საუკეთესო წლები გავატარე, ყველაფერი მოვიგე, როგორც იტალიაში, ისე საერთაშორისო დონეზე, რისი მოგებაც შეიძლებოდა. მართლა ძალიან ძლიერი გუნდი გვყავდა და გასახდელშიც შესანიშნავი ატმოსფერო იყო".

"მილანში" ჩემი ოცნებები ახდა, ვთამაშობდი იმასთან ერთად ვინც ბავშვობაში ჩემი იდეალი იყო, ოთახში მალდინის პოსტერი მქონდა. ერთ დღესაც მისი თანაგუნდელი გავხდი და მოედანზე ერთად გავდიოდით. ის ნამდვილი ჩემპიონი იყო, როგორც მოედანზე, ისე მოედანს მიღმა, როგორც ნესტა. იმ გუნდში ყველანი ჩემპიონები იყვნენ".

"მე ახლა "მილანის" რიგითი გულშემატკივარი ვარ და ისე, როგორც ყველა არ ვარ ასეთი "მილანის" ყურებას მიჩვეული. მაგრამ ვიცი, რომ გუნდის მფლობელს დიდი გეგმები აქვს".

"როსონერი" ყოველთვის დიდი მიზნებისკენ უნდა ისწრაფოდეს და იბრძოდეს. ვიმედოვნებ, რომ ამ ზაფხულს კონკურენტუნარიანი გუნდი აშენდება," - განაცხადა კალაძემ

4 თვის წინ
860 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 298
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

გაბია, ტეო ერნანდესი, ბენასერი, კრუნიჩი, ჩალჰანოღლუ, რებიჩი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

რომანიოლი, სალმაკერსი