
როგორც "Tuttosport" იტყობინება, ტიემუ ბაკაიოკომ უკვე საჯაროდ გამოამჟღავნა, რომ "მილანში" დაბრუნება სურს და ამის ერთ-ერთი დამადასტურებელია მისი "TMW"-თან კომენტარი:
"ყველამ იცის, რომ "მილანი" ჩემს გულშია და მე მაქვს შესანიშნავი მოგონებები ამ გუნდთან. ამ დროისთვის მე "ჩელსის" მოთამაშე ვარ და შემდგომ ვნახოთ რა იქნება".
როგორც წყარო იუწყება, "ჩელსი" ფრანგ ფეხბურთელში 35 მილიონ ევროს ითხოვს. რაც შეეხება მილანურ კლუბს, ხელმძღვანელობა ტიემუში მაქსიმუმ 20 მილიონი ევროს გადამხდელები არის. ხელფასის საკითხი კი პრობლემას არ წარმოადგენს. ბაკაიოკოს ამჟამინდელი ხელფასი ლონდონურ კლუბში 3.5 მილიონ ევროს შეადგენს. 25 წლის ფეხბურთელი კი მზად არის ანაზღაურება 3 მილიონ ევრომდე შეიმციროს (ამ თანხას ბონუსებიც დაემატება).