logo

პირლო "იუვენტუსში" "მილანის" ყოფილ მენეჯერს იწვევს

პირლო "იუვენტუსში" "მილანის" ყოფილ მენეჯერს იწვევს

მოულოდნელად, "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაურუსიო სარის შემცვლელად ანდრეა პირლო დაინიშნა. "Corriere della Sera"-ს მტკიცებით, ახალგაზრდა იტალიელი სპეციალისტი კლუბის მენეჯმენტში ცვლილებას გეგმავს და არიედო ბრაიდას მიწვევას აპირებს.

"მილანის" ყოფილი გენერალური მენეჯერი "ბარსელონას" დატოვების შემდეგ უმუშევრადაა დარჩენილი. "ბიანკონერი" კი მას ძალიან მნიშვნელოვან პოზიციას სთავაზობს და ფაბიო პარატიჩის თანამდებობას ჰპირდება.

ბრაიდა და პირლო "როსონერიში" ერთად დიდი ხანი იყვნენ, ამიტომ მათ შორის მშვენიერი ურთიერთობაა. ძნელი სავარაუდოა არიედომ მისი წინადადება უარყოს. გარდა ამისა, ანდრეა ტურინში "მილანის" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელის, ალესანდრო მატრის მიწვევასაც გეგმავს.

1 თვის წინ
959 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 24
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ