"მილანი" ფლორენტინო ლუისს მიუბრუნდა [+ვიდეო]

როგორც მოგეხსენებათ, მრავალი გამოცემა "მილანს" ფლორენტინო ლუისს უკავშირებდა და ავრცელებდა ინფორმაციას, რომ კლუბი იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე მის შეძენასთან ახლოს იყო.

როგორც "Tuttosport" იტყობინება, ლომბარდიულმა გრანდმა პორტუგალიელ ფეხბურთელთან კონტაქტი განაახლა და იგი ჯერ კიდევ მილანური კლუბის სურვილების სიაშია. ახალგაზრდა ფეხბურთელი "როსონერის" სამიზნეს ისევ და ისევ წარმოადგენს.

როგორც წყარო გვამცნობს, "მილანის" სპორტული დირექტორი, ფრედერიკ მასარა, ცოტა ხნის წინ, 20 წლის მოთამაშის გარემოცვას ესაუბრა. "შავ-წითლების" გარიგების პირობები მაშინდელისგან არ განსხვავდება. მილანელებს მისი 2 წლიანი იჯარით გადმოყვანა სურთ და ნახევარდაცვის გაძლიერების ალტერნატივად განიხილავენ.

2 წლის წინ
1674 / 0
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ფლორენცი, ბაკაიოკო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

მალდინი, ტეო

მსგავსი სიახლეები