logo

პიოლი: "ზლატანი შეცვლამ გააბრაზა? ველოდი"

პიოლი: "ზლატანი შეცვლამ გააბრაზა? ველოდი"

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ "ნაპოლისთან" ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ, "Sky Sport"-თან ინტერვიუ ჩაწერა.

"რთული ღამე იყო ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ "იუვენტუსთან" დიდი ენერგია დავხარჯეთ. ზლატანი შეცვლამ გააბრაზა? ამას ველოდი, რადგან შეუძლებელია მოედნიდან გასვლამ გაგაბედნიეროს."

"ჩემი ფეხბურთელების ყოველთვის მჯეროდა, მაგრამ ადრე სისტემა არ გვქონდა. სისტემის ჩამოსაყალიბებლად დიდი დროა საჭირო, თუმცა ჩვენ ეს მოკლე დროში გავაკეთეთ."

"კესიე და ბენასერი შესანიშნავი წყვილია. ისინი თამაშს კარგად კითხულობენ და მეტოქე ფეხბურთელებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევენ. რთული კალენდარი გვაქვს, ამიტომ "პარმასთან" შეხვედრაში რამდენიმე ცვლილებას ვგეგმავ." - განაცხადა პიოლიმ.

3 თვის წინ
1157 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 133
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ