logo

"მილანი" "რომასთან" მატჩისთვის ემზადება

"მილანი" "რომასთან" მატჩისთვის ემზადება

როგორც მოგეხსენებათ, "მილანი" "ლეჩესთან" 4-1 მოგების შემდეგ, ამ კვირას "რომას" დაუხვდება. წესით და რიგით, ლომბარდიულ გრანდს რთული შეხვედრა უნდა გამოუვიდეს. ამ მოგებით გუნდმა სტიმული მიიღო და "როსონერი" ამ მატჩისთვის დიდი მონდომებით ემზადება.

სიმონ კიაერი, რომელიც დაზიანების გამო იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა, ვარჯიში განაახლა. "MilanNews.it"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დანიელი ფეხბურთელი გამოჯანმრთელდა და "რომასთან" შეხვედრისთვის სტეფანო პიოლის განკარგულებაში იქნება.

ასევე "მილანის" ქომაგთათვის კიდევ ერთი სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც მაისის ბოლოს მიღებული ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდა ლომბარდიულ გრანდს, ჯგუფური ვარჯიში დღეს განაახლა. ასე რომ, მისი განაცხადში ხილვა არ უნდა გაგვიკვირდეს. შეგახსენებთ იმასაც, რომ შეხვედრა "შავ-წითლებსა" და "რომას" შორის კვირას თბილისის დროით 19:15-ზე გაიმართება.

3 თვის წინ
1035 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 119
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ