ივან გაზიდისთან არასახარბიელო ურთიერთობის გამო, პაოლო მალდინი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი სეზონის ბოლოს დიდი ალბათობით, "მილანს" დატოვებენ.
ვიტო ანჯელეს მტკიცებით, რანგნიკს სხვა პოზიცია აქვს და მათი შენარჩუნება უნდა. "ლაიპციგის" დირექტორის პროექტი ახალგაზრდულ გუნდს ეფუძნება, თუმცა არ გამორიცხავს გამოცდილი ფეხბურთელების დამატებასაც.
მიუხედავად გერმანელი სპეციალისტის პოზიციისა, გაზიდისს სხვა გეგმები აქვს და თვლის, რომ მხოლოდ ახალგაზრდული პროექტის დამსახურებით, "როსონერი" წარმატებას მიაღწევს.