logo

პიოლის "ნაპოლისთან" დაპირისპირებამდე რთული არჩევნის გაკეთება მოუწევს

პიოლის "ნაპოლისთან" დაპირისპირებამდე რთული არჩევნის გაკეთება მოუწევს

"ალაინს სთედიუმზე" "იუვენტუსის" წინააღმდეგ "მილანი" საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, თუმცა მაინც დამარცხდა. სანაკრებო პაუზის შემდეგ "როსონერი" "სან სიროზე" "ნაპოლის" უმასპინძლებს, პიოლის კი რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს.

როგორც ჩანს, მიუხედავად "ბიანკონერისთან" ჩავარდნილი შეხვედრისა პიონტეკი თავის შანსს ნეაპოლიტანელებთანაც მიიღებს. ეს მეტწილად იმით არის განპირობებული, რომ ჩალჰანოღლუ დისკვალიფიცირებულია და შეტევის მარცხენა ფლანგს ლეაო ჩაიბარებს.

შესაძლოა პიოლიმ 4-2-3-1 ტაქტიკა გამოიყენოს, რომელიც "იუვენტუსთან" შეხვედრაში ბოლო 30 წუთში გამოიყენა. ამ შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში ვეტერან ბონავენტურას უნდა ველოდოთ და მასთან ერთად რებიჩსაც.

ჰაკანთან ერთად ბენასერიც დისკვალიფიცირებულია და მისი ერთადერთი შემცვლელი ბილიაა. არგენტინელი ნახევარმცველი დიდი ალბათობით ნახევარდაცვის ხაზს კრუნიჩთან და პაკეტასთან ერთად გაამაგრებს.

"მილანის" სავარაუდო შემადგენლობა (4-3-3): დონარუმა; კონტი, დუარტე, რომანიოლი, ერნანდესი; კრუნიჩი, ბილია, პაკეტა; სუსო, პიონტეკი, ლეაო.

10 თვის წინ
912 / 0
ლევან კვინიკაძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 44
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ