"მილანის" ყოფილი ათიანის მომავალი ოფიციალურად გაირკვა და მომავალი სეზონიდან იაპონელი ფეხბურთელი მექსიკურ "პაჩუკაში" ითამაშებს. აზიელი ფანტაზისტას ახალი კლუბი კონკაფის ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულია.
"როსონერის" ყოფილმა ფეხბურთელმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მისი შეძენით რამდენიმე ამერიკული კლუბი ინტერესდებოდა და მზად იყვნენ "სამურაისათვის" ბევრად მეტი გასამრჯელო გადაეხადათ, თუმცა იაპონელმა მოთამაშემ ლათინურ ამერიკაში გადაბარგება ამჯობინა.
ჰონდამ კარიერა სამშობლოში, "ნაგუია გრამპუსში" დაიწყო. 2008 წელს ჰოლანდიურ "ვენლოს" შეუერთდა, საიდანაც 2010 წელს მოსკოვის "ცეესკას" ყურადღება მიიპყრო და რუსეთში გადაბარგდა. 2014 წელს აზიელი ნახევარმცველი "მილანს" შეუერთდა, თუმცა მასზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლა.