პრაეტის აგენტი ალაპარაკდა - მილანი თუ არსენალი?

image

სამპდორიას ნახევარმცველი დენის პრაეტი მილანის საზაფხულო პრიორიტეტების სიაში მოწინავე ადგილს იკავებს. მისმა აგენტმა ექსკლუზიური ინეტრვიუ მისცა Calciomercato.com-ს და მისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა.

კითხვაზე, იყო თუ არა საუბარი მილანთან, მან განაცხადა: „ყველამ იცის რას ფიქრობს ჯამპაოლო დენისზე. ამჯერად მეტის თქმა არ შემიძლია.“

-დაეთანხმება პრაეტი მილანს?

„მილანი მნიშვნელოვანი ბრენდია და დიდი სახელია, თუმცა სხვა კლუბებსაც სურთ ჩემი კლიენტის დამატება, განსაკუთრებით უცხოეთიდანაა ინტერესი. მათ უკვე გამოხატეს თავისი ინტერესი. "

-არის არსენალი მათ შორის?

„მე არ შემიძლია რამის დამატება, ვფიქრობ რომ თქვენთვის ყველაფერი გასაგებია. დენისი არის შემდგარი ფეხბურთელი და იგი მზადაა დიდ კლუბში სათამაშოდ.“

-როგორ ფიქრობთ, როდის გადაწყდება მისი მომავალი?

„მის მიმართ ინტერესს მრავალი კლუბი იჩენს, ვფიქრობ, რომ ყველაფერი რამოდენიმე კვირაში გაირკვევა“.

შეგახსენებთ, რომ პრაეტი 25 წლისაა და მას სამპდორიასთან 2021 წლამდე აქვს კონტრაქტი გაფორმებული.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარები 23

italy 15 ივნისი 2019 13:43
ვფიქრობ მოსაყვანია ეს ბიჭი. გამოადგება ნამდვილად გუნდს.
rossoneri1111
rossoneri1111 15 ივნისი 2019 12:07
ამასაც რო ხვერწნა უნდა იკაიფე რა
რავიცი, თუ არსენალი წაიყვანს იქნებ უკეთესზე დაიწყონ ფიქრი.

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა, ბონავენტურა

გამოკითხვა

თქვენი აზრით რომელ პოზიციას დაიკავებს "მილანი" სერია A-ს მომდევნო სეზონში?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image