შეძლებს ელიოტი და აუსრულებს ჯამპაოლოს ოცნებას?

image

ჟორდან ვერეტუტი მილანის სატრანსფერო გეგმებშია, თუმცა მისი გაოფიციალურების მოლოდინს ჯერ-ჯერობით არაფერი ქმნის, გარდა იმისა, რომ როსონერის რიგები ბევრმა ნახევარმცველმა დატოვა.

მალდინის, ბობანისა და მასარას მთავარი ამოცანაც სწორედ ნახევარდაცვის გაძლიერებაა, მას შემდეგ, რაც გუნდი რიკარდო მონტოლივომ, ხოსე მაურიმ, ანდრეა ბერტოლაჩიმ და ბაკაიოკომ დატოვეს და კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ლუკას ბილიას და კესიეს მილანური მომავალიც.

ჟურნალ სპორტიტალიას ჟურნალისტის, ალფრედო პედულას მტკიცებით მილანი დაინტერესებულია ფიორენტინას ნახევარმცველით,ჟორდან ვერეტუტით.

სხვა გამოცემები კი წერენ, რომ “ეშმაკები” მზად არიან 16 მილიონი შეთავაზებისთვის, რასაც ბონუსებიც დაემატება, თუმცა აღნიშნული თანხა საკმარისი არ იქნება ტრანსფერის განსახორციელებლად და ფიორენტინა ნაპოლის შემოთავაზებას დათანხმდება, რომელიც 27 მილიონ ევროს სთავაზობს ფლორენციელებს.

თუმცა ჯანლუკა დი მარციოს თქმით მარკო ჯამპაოლოს ოცნება არსენალის ნახევარმცველის, ლუკას ტორეირას შეძენაა. ტორეირას მილანური კარიერა დიდი ალბათობით ჯამპაოლოს ოცნებად დარჩება, მინიმუმ 2019-20 წლის სეზონში, რადგან მეთოფეებმა განაცხადეს, რომ ტორეირა ზაფხულის სატრასნფერო ფანჯარაში არ გაიყიდება.

ტორეირას ინგლისური ცხოვრება გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, რასაც მოწმობს მისი სიტყვებიც: “ბევრი რამე არ მომწონს ინგლისში. ვფიქრობ, იტალიაში უკეთესი იყო. ინგლისი აბსოლუტურად განსხვავებული სამყაროა, დიდი ქვეყანაა.

ენის (ბარიერი) პრობლემაც მაქვს, რის გამოც მიჭირს ურთიერთობა თანაგუნდელებთან და ხალხთან. ძალიან რთულია, როცა საუბარი არ შეგიძლია.

ასევე კლიმატი, დილით სახლიდან გადიხარ და ხედავ რომ მოღრუბლულია, სახლში როცა ბრუნდები ცა ისევ მოღრუბლულია. ცოტა უცნაურია, რადგან მზე არის ის, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს (სამხრეთ ამერიკელებს), მაგრამ გავა წლები და ამ ყველაფერთან ადაპტაციას შევძლებ”.


შეგახსენებთ, რომ მილანის საზაფხულო გეგმებში ჟორდან ვერეტუტის გარდა სტეფანო სენსის სახელმაც გაიჟღერა.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარები 9

superkaka22 14 ივნისი 2019 17:02
ციტატა: rijkaard
ციტატა: Nero
ოფიციალურად მალდინი მილანის ტექნიკურ დირექტორად დაინიშნა ხოლო ასევე გუნდში დაბრუნდა ზვინომირ ბობანი რომელიც მთავარი საფეხბურთო დირექტორის პოსტს ჩაიბარებს

მალდინიმ ბევრს უთხრა უარი ბობანი კი ყველას ხმამაღლა აკრიტიკებდა მილანის სათავეში ეხლა კი ტოვებს უეფას გენერალურუ მდივნის პოსტს და მოდის მილანში ესეიგი პროექტი მართLაც სერიოზულია ასე მგონია . კარგი სიახლეა ნამდვილად

ვნახოთ აბა რა იქნება
rijkaard 14 ივნისი 2019 16:55
ციტატა: Nero
ოფიციალურად მალდინი მილანის ტექნიკურ დირექტორად დაინიშნა ხოლო ასევე გუნდში დაბრუნდა ზვინომირ ბობანი რომელიც მთავარი საფეხბურთო დირექტორის პოსტს ჩაიბარებს

მალდინიმ ბევრს უთხრა უარი ბობანი კი ყველას ხმამაღლა აკრიტიკებდა მილანის სათავეში ეხლა კი ტოვებს უეფას გენერალურუ მდივნის პოსტს და მოდის მილანში ესეიგი პროექტი მართLაც სერიოზულია ასე მგონია . კარგი სიახლეა ნამდვილად
Nero 14 ივნისი 2019 16:33
ოფიციალურად მალდინი მილანის ტექნიკურ დირექტორად დაინიშნა ხოლო ასევე გუნდში დაბრუნდა ზვონიმირ ბობანი რომელიც მთავარი საფეხბურთო დირექტორის პოსტს ჩაიბარებს 022 milan
italy
italy 14 ივნისი 2019 16:23
ჩემი აზრით 4-5 საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელის მოყვანას ჯობია 2 და ნორმალური მოთამაშე დაიმატონ. დავიღალეთ ამ არაფრის მომეცემი გვარების კითხვით. ტოპ ტრანსფერებს არავინ ითხოვს, მაგრამ საშუალო დონის ფეხბურთელი ხო მაინც უნდა იყოს რაღაცის იმედი რომ გქონდეს კაცს. ამდენი ნახევარმცველი წავიდა და ერთი ნორმალური იგროკის მოყვანა რაგახდა. მილანში მხოლოდ მალდინის იმედი მაქვს, სხვა არავის.
Arigo 14 ივნისი 2019 14:44
მომწონს ლუკას ტორეირა
ურუგვაელები მებრძოლი, ჟილკიანი ბიჭები არიან
Shevchenko 14 ივნისი 2019 14:41
არაფერია გამორიცხული, მთავარია მაყუთი გადაიხადონ, მაგრამ მაყუთის გადახდის ტრაკიც არ გვაქვს. ადრე წავიკითხე 40 ლიმონი გამოყო ელიოტმა, მერე წავიკითხე 80 მდე გაზარდაო + გაყიდულებიდან შემოსული თანხა და ვნახოთ აბა იქნებ ამ ზაფხულს მაინც ისე გააკეთონ ტრანსფერები რო კიდე ზარალში არ წავიდეს გუნდი
ViniciusJunior 14 ივნისი 2019 14:26
ჩაკვეტაძე იყიდეთ wink

ციტატა: მილანისტა
ტორეირა არი ძაან მაგარი გინდ პასით და გინდ უდარით

არავინ გაუშვებს ტორეირას თორე კარგი იქნებოდაა
ROSSONERO 14 ივნისი 2019 13:48
ხო შეიძლება ვინმე საშუალო დონისაზე მაინც იფიქრონ allegri
ტორეირა არი ძაან მაგარი გინდ პასით და გინდ უდარით

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა, ბონავენტურა

გამოკითხვა

თქვენი აზრით რომელ პოზიციას დაიკავებს "მილანი" სერია A-ს მომდევნო სეზონში?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image