მილანის საზაფხულო გეგმებში რომას ცენტრალური მცველის სახელმა გაიჟღერა

image

გუშინ მილანის ახალი მწვრთნელი, მარკო ჯამპაოლო შეხვდა პაოლო მალდინის და როსონერის მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლებს, სადაც სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრეს.

აღნიშნულ შეხვედრაზე გაიჟღერა ბერძენი ცენტრალური მცველის, კოსტას მანოლასის სახელმა, რომელიც რომას საკუთრებაა. როგორც იწერება, მანოლასის ტრანსფერთან დაკავშირებით პირველი კომუნიკაცია უკვე არსებობს, თუმცა მილანი მისი გამოსასყიდი თანხის, 36 მილიონი ევროს, შემცირებას ითხოვს, რადგან კლუბს ფინანსური ფეერ-პლეის წესების დარღვევა არ სურს.

თავის მხრივ რომაც არ ჩქარობს, რადგან ბერძენის შეძენით ტურინის იუვენტუსიც ინტერესდება.

მილანის მხრიდან ჯერ-ჯერობით არ გაკეთებულა ოფიციალური შეთავაზება, თუმცა პირველი კომუნიკაცია მანოლასის აგენტთანაც შედგა.

ამასთან დაკავშირებით ჯანლუკა დი მარციომაც აღნიშნა, რომ მილანელები ცენტრალური მცველის შეძენას შეეცდებიან.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარები 6

italy
italy 14 ივნისი 2019 16:15
მაგრად გააძლიერებდა დაცვას. რავიცი ცოტა კი მეეჭვება ამის დამატება მოხერხდეს, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს
Shevchenko 14 ივნისი 2019 14:43
ციტატა: პაპა კარლო
ეს იუვეში გადავა სავარაუდოდ იგუაინში გაცვლიან. ასე რომ ჯობია დავივიწყოთ და სხვა მოვძებნოთ

არის მაგაზე ბაზარი, რო გაცვალონ ფეხბურთელები
ViniciusJunior 14 ივნისი 2019 14:19
არადა დაამშვენებდა მილანს hands
36 უწერია გამოსასყიდი მთავარია ვის აირჩევს დებილი უნდა იყოს იუვე აირჩიოს თამაში თუ არ ეზარება!! კიელო ბონუჩი
ეს იუვეში გადავა სავარაუდოდ იგუაინში გაცვლიან. ასე რომ ჯობია დავივიწყოთ და სხვა მოვძებნოთ
Shevchenko 14 ივნისი 2019 12:05
ციტატა: David Backham
მანოლასის სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონია და მაგაზე ნაკლებად გიჟები უნდა იყნენ რომ გაყიდონ.

თუ გამოსასყიდი თანხა 36 მილიონია, სულ რო დაიპუტონ და ფეხბურთელი თანახმა იყოს გადასვლაზე, მოუწევთ გაშვება

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა, ბონავენტურა

გამოკითხვა

თქვენი აზრით რომელ პოზიციას დაიკავებს "მილანი" სერია A-ს მომდევნო სეზონში?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image