მილანი" აქტიურად ეძებს ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელს - იტყობინება "AS." შვედმა თავდამსხმელმა შესაძლოა ამ ზაფხულს "როსონერი" დატოვოს."მილანის" ინტერესთა სფეროში კი მოხვდა "პორტოს" ფორვარდი ჰალკი. ის 24 წლისაა და თავის გუნდში ერთ–ერთი ლიდერია კოლუმბიელ ცენტრალურ თავდამსხმელ ფალკაოსთან ერთად.
შეგახსენებთ, რომ ჰალკმა მიმდინარე სეზონში "პორტოს" ძირითად შემადგენლობაში 25 თამაში ჩაატარა და თავი 22–ჯერ გამოიჩინა.
ბრაზილიელი შემტევი ჟივანილდო ვიერია და სოუზა ანუ იგივე ჰალკი "პორტოში" 2008 წლიდან თამაშობს და ჯამში მას 69 მატჩიდან 35 გოლი აქვს გატანილი.








