იდეას, რომ ტეო ერნანდესის შემდეგ კლუბში შესაძლოა ბობანის თანამემამულე ვიხილოთ, ზვონიმირმა ცივი წყალი გადაასხა

image
როგორც იცით, დღეს მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მარკო ჯამპაოლო ოფიციალურად წარადგინეს, სადაც შეკითხვებს მწვრთნელთან და მალდინისთან ერთად ბობანმაც უპასუხა.

"ეს იყო მარტივი და ლოგიკური გადაწყვეტილება, როდესაც ავირჩიეთ ჯამპაოლო. ჩვენ ვიზიარებთ მის ხედვებს და ვიცით მისი თამაშის სტილი. წლებია, რაც მარკო რაღაც განსხვავებულს სთავაზობს სერია ა-ს და ეს არის ლამაზი ფეხბურთი, რომელსაც პატივს სცემს "მილანის" ისტორია და არის ის, რისი ხილვაც სან სიროზე შეკრებილებს სურთ.

ობიექტურად, ლამაზ ფეხბურთთან ერთად ჩვენ გვჭირდება წარმატების მიღწევაც. ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და ჩვენ ამ გზაზე მარკოსთან ერთად ვართ. როდესაც მალდინიმ დამირეკა და მკითხა, თუ რომელ მწვრთნელს მივიჩნევდი "მილანისთვის" იდეალურად, მე ვუპასუხე რომ ეს იყო ჯამპაოლო და მან მითხრა, რომ ეს იყო ერთადერთი სახელი, რომელიც მის გონებაში ტრიალებდა.

მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავუბრუნდი ჩემს კლუბის ფერებს. როდესაც პაოლომ დამირეკა და ასევე ვიცოდი ივან გაზიდისის შესახებ, მე დიდი დრო არ დამჭირვებია გადაწყვეტილების მისაღებად.

კლუბს და მის ხელმძღვანელობას აქვს დიდი ამბიციები, იმაზე დიდი, ვიდრე ეს ხალხს წარმოუდგენია, წინააღმდეგ შემთხვევაში მე აქ არ ვიქნებოდი.

სამწუხაროა, რომ ვერ ვასპარეზობთ ევროპის ჩემპიონატებზე. "მილანმა" ყოველთვის უნდა მიიღოს მონაწილეობა უდიდეს ჩემპიონატებზე."
- განაცხადა ბობანმა.

იდეას, რომ ტეო ერნანდესის შემდეგ კლუბში შესაძლოა ბობანის თანამემამულე ვიხილოთ, ზვონიმირმა ცივი წყალი გადაასხა:

"რთულია მოდრიჩის დონის ფეხბურთელების ყოლა. ჩვენ შევეცდებით მაღალი კლასის ფეხბურთელების მოყვანს, თუმცა არა მხოლოდ ახალგაზრდების, რომლებიც შესაძლოა მომავალში ტოპ მოთამაშეები გახდნენ."
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 7

Sancho777 9 ივლისი 2019 09:59
022 მილანი ზწელს ოთხეულშია მაგრად მჯერა
ციტატა: superkaka22
ვნახოთ რა იქნება მილანნიუსმაც დაწერა ევერტონზე თუ მოიყვანეს ეგ იქნება მილანისთვის ტოპ ტრანსფერი, იმედია ვუღაც არ გამოხტება და არ აგვახევს

მილანიუსმა უარყო კი არ დაადასტურა
saba
saba 9 ივლისი 2019 01:07
იმედი მომეცააა
superkaka22 საიტზეა
superkaka22 8 ივლისი 2019 23:42
ვნახოთ რა იქნება მილანნიუსმაც დაწერა ევერტონზე თუ მოიყვანეს ეგ იქნება მილანისთვის ტოპ ტრანსფერი, იმედია ვუღაც არ გამოხტება და არ აგვახევს
rossoneri-best 8 ივლისი 2019 23:42
ციტატა: Arigo
და რომელ ხორვატზე იყო საუბარი?! ამაზე არაფერი რომ არ თქმულა?!

მოდრიჩზე იყო საუბარი
Arigo 8 ივლისი 2019 23:37
და რომელ ხორვატზე იყო საუბარი?! ამაზე არაფერი რომ არ თქმულა?!
bona28
bona28 8 ივლისი 2019 23:13
ევერტონზე დაიწერა მალდინი შეთანხმებულია გრემიოსთან და 40 მილიონად+ ბონუსი გადავა მილანში იტალიური და ბრაზილიური წყაროები წერენ და ვნახოთ, ეგ იქნება მილანის ტოპ ტრანსფერი .

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: მუსაკიო
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image