გატუზო: "ბაკაიოკო? ორივე შევცდით"

image
ფლორენციის "ფიორენტინასთან" მინიმალური ანგარიშით გამარჯვების შემდეგ, "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ "DAZN"-სთან ინტერვიუ ჩაწერა.

"ფიორენტინასთან" თამაში ყოველთვის რთულია, რადგან ამ კლუბს მაღალი ხარისხის ფეხბურთელები ჰყავს. ახლა ძალები უნდა აღვიდგინოთ და "ფროზინონესთან" დაპირისპირებაზე ვიფიქროთ. კიდევ ექვსი ქულის მოპოვება შეგვიძლია და მაქსიმუმი უნდა დავდოთ."

"ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა რთული ამოცანა არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩავარდნა დაგვეწყო, თუმცა გადაწყვეტილი ამჯერადაც არაფერია. ბაკაიოკო? ორივე შევცდით, ჩემი მიზანი გუნდის გაერთიანებაა და შესაძლოა ზედმეტიც მომივიდა."

"აბატე ჩვენთვის დიდი ძალაა, დაცვაში მისი ლიდერობა შესამჩნევია. ხშირად მას სხვებს ვამჯობინებდი, მიუხედავად ამისა სათამაშოდ ყოველთვის მზად იყო და არ უწუწუნია."

"პიონტეკი? ამჟამად მთლიანი გუნდის შედეგზე ვფიქრობთ და არა ვინმე კონკრეტულზე. მისი ვალი გუნდის დახმარებაა და ამ მისიას თავს კარგად ართმევს."
- განაცხადა რინომ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 24

Ge_Ge 12 მაი 2019 18:11
ატალანტას გასვლას მილანის გასვლა სჯობია პირველ რიგში იტალიისთვის და მერე ბევრი ფეხბურთის მაყურებლისთვის. შეიძლება ჩვენზე მეტად იმსახურებს, მაგრამ ვერ იზამს ვერაფერს. ეს ის ატალანტაა რომელმაც ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კოპენჰაგენთან რომ წააგო, ფინანსურადადაც არც ისეთი შეძლებულია, როგორც მილანი ან რომა. უბრალოდ ეს ჩემი აზრია და სხვა მეტი არაფერი.
gogi1984 12 მაი 2019 18:03
ციტატა: superkaka22
ციტატა: gogi1984
მოიგე ორივე თამაში და ჯენარო და მჯერა გავალთ ლიგაზე. მილანიდან წახვალ თავაწეული და ბევრი ბოდიშსაც მოგიხდის ამდენი წლის მერე გუნდს ლიგას თუ დაუბრუნებ, მათ შორის ისინი ვისაც რიგითი მოთამაშე ეგონე მთელი კარიერა და არა ლეგენდა. რომც ვერ გაიყვანო გუნდი ქალაქ მილანში ყველას უყვარხარ და მაგრა არ მაინტერესებს საქართველოში ვინ რას ფიქრობს

გატუზოსაც მაგრად კიდა აქ ვინ რას ფიქრობს, თუ მოხდა სასწაული და ლიგაზე გავედით მართლა თავ აწეული წავა, თუ 68 ქულა დადო და ვერ გავა მაინც თავაწეული წავა, იმიტო რო ყველანაირად ეცადა, რა ვქნა მე მაინც ჩემ აზრზე ვარ, უნდა წავიდეს, მაგრამ დიფრანჩესკოს მოსვლას ისევ ამის დარჩენა მირჩევნია, იმიტო რო როდის დიფრანჩესკო თავის ჭკუაზე გადააწყობს გუნდს კაი დრო გავა. ვიღაც სარი კონტე ვენგერი ჟარდიმისნაირი გვინდა და არა დიფრანჩესკო და დონადონები

მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მიდის და ნეტა დატოვონ შტაბში რამეზე. დი ფრანჩესკო უარყო ლეონარდომ და გაზიდისს პოჩეტინო უნდაო და ნეტა დაკეროს როგორმე მარა მაინც ვერ დავიჯერებ სანამ ოფიციალური არ იქნება. ვინ მოდის ვერ გამიგია ძაან ჩახლართულია რა მწვრთნელის თემა
ციტატა: gogi1984
მოიგე ორივე თამაში და ჯენარო და მჯერა გავალთ ლიგაზე. მილანიდან წახვალ თავაწეული და ბევრი ბოდიშსაც მოგიხდის ამდენი წლის მერე გუნდს ლიგას თუ დაუბრუნებ, მათ შორის ისინი ვისაც რიგითი მოთამაშე ეგონე მთელი კარიერა და არა ლეგენდა. რომც ვერ გაიყვანო გუნდი ქალაქ მილანში ყველას უყვარხარ და მაგრა არ მაინტერესებს საქართველოში ვინ რას ფიქრობს

გატუზოსაც მაგრად კიდა აქ ვინ რას ფიქრობს, თუ მოხდა სასწაული და ლიგაზე გავედით მართლა თავ აწეული წავა, თუ 68 ქულა დადო და ვერ გავა მაინც თავაწეული წავა, იმიტო რო ყველანაირად ეცადა, რა ვქნა მე მაინც ჩემ აზრზე ვარ, უნდა წავიდეს, მაგრამ დიფრანჩესკოს მოსვლას ისევ ამის დარჩენა მირჩევნია, იმიტო რო როდის დიფრანჩესკო თავის ჭკუაზე გადააწყობს გუნდს კაი დრო გავა. ვიღაც სარი კონტე ვენგერი ჟარდიმისნაირი გვინდა და არა დიფრანჩესკო და დონადონები
gogi1984 12 მაი 2019 17:25
მოიგე ორივე თამაში და ჯენარო და მჯერა გავალთ ლიგაზე. მილანიდან წახვალ თავაწეული და ბევრი ბოდიშსაც მოგიხდის ამდენი წლის მერე გუნდს ლიგას თუ დაუბრუნებ, მათ შორის ისინი ვისაც რიგითი მოთამაშე ეგონე მთელი კარიერა და არა ლეგენდა. რომც ვერ გაიყვანო გუნდი ქალაქ მილანში ყველას უყვარხარ და მაგრა არ მაინტერესებს საქართველოში ვინ რას ფიქრობს

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: მუსაკიო
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image