logo

ბენასერი: "ზლატანის გამო მუდმივად წნეხში ვარ"

ბენასერი: "ზლატანის გამო მუდმივად წნეხში ვარ"

ისმაელ ბენასერმა მოახერხა და "მილანის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა. ამას გარდა ის "როსონერის" გულშემატკივრების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელია.

ალჟირელმა ნახევარმცველმა იტალიურ მედიასთან ინტერვიუში ზლატან იბრაჰიმოვიჩზე ისაუბრა: "მილანში" თამაში დიდი პრივილეგიაა, რადგან ეს არის კლუბი უდიდესი ტრადიციებით. გამიმართლა, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად ვთამაშობ, თუმცა უნდა ვაღიარო რომ ეს არ არის ადვილი."

"თუ თამაშის დროს ვცდები, იბრა ბრაზდება და თუ ვარჯიშის დროს ვუშვებ შეცდომას, დამცინის. მუდმივად წნეხში ვარ, რადგან ზლატანი სრულყოფილ თამაშს ითხოვს. ეს რთულია, მაგრამ ვგრძნობ, რომ განვითარებაში მეხმარება."

4 თვის წინ
973 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 51
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ