"მილანი" ობამეიანგის ტრანსფერზე მუშაობას დაუბრუნდა

image

"მილანი" პიერ-ემერიკ ობამეიანგის შეძენისათვის ისევ იბრძოლებს. დიდი ალბათობით, "როსონერის" ახალი ხელმძღვანელები უახლოეს დღეებში "ბორუსიას" დირექტორებს შეხვდებიან, თუმცა აღსანიშნავია, რომ გერმანელები გაბონელის თაობაზე კანავაროს "ტიანჯინ გუანჯოუსთან“ აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

"GDS" -ის ინფორმაციით, "მილანის" ჰორიზონტზე ფორვარდად მხოლოდ კალინიჩი არ განიხილება (რომელის თაობაზე "ფიორენტინასთან" მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა) და შესაძლოა, ლომბარდიულმა გრანდმა კიდევ ერთი ძვირადღირებული ტრანსფერი გაჩარხოს.

აზიური მედიის ცნობით, ფაბიო კანავაროს თხოვნით, "გუანჯოუს" მეპატრონეები ობამეიანგს 15 ივლისამდე გადაიბირებენ, რადგან ამ დღეს ჩინეთში სატრანსფერო ბაზარი იხურება, თუმცა მანამდე "მილანის" ჩარევამ შეიძლება, სიტუაცია რადიკალურად შეცვალოს.

"როსონერი" მზად არის, ფეხბურთელს წელიწადში 7,5 მილიონი ევრო გადაუხადოს, თუმცა გასაკვირი არ იქნება, რომ აზიელებმა მეტად მიმზიდველი და სარფიანი გარიგება შესთავაზონ.

გერმანელები 28 წლის ფორვარდს 50 მილიონ ევროდ აფასებენ. "ფიორენტინა" კი კალინიჩისთვის 30 მილიონს ითხოვს, თუმცა "მილანი" ხორვატში 20 მილიონზე მეტის დახარჯვას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ობამეიანგი "მილანში" აღზრდილი მოთამაშეა და შავ-წითელი მაისურით მან 2011 წლამდე იასპარეზა, თუმცა ძირითად გუნდში ერთი შეხვედრის ჩატარების შანსიც კი არ მიეცა.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარები 1

rossonero11 7 ივლისი 2017 19:51
აუ რა ობამეიანგი მორატა მოიყვანონ რა

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა, ბონავენტურა

გამოკითხვა

ეთანხმებით "მილანის" გადაწყვეტილებას ევროპა ლიგიდან თავის მოხსნასთან დაკავშირებით?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image