კუჩკა "მილანიდან" წასასვლელად მზად არის

image

ამჟამად იურაი კუჩკა "მილანელოზე" იმყოფება და გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა ტრანსფერთან დაკავშირებით თურქული "ტრაბზონსპორიდან" შეტყობინებას ელოდება და "როსონერის" დატოვებისთვის მზად არის.

სლოვაკი ფეხბურთელი "მილანს" 2015 წელს შეუერთდა "ჯენოას" რიგებიდან და 60-მდე მატჩი ჩაატარა. მის მილანურ ასპარეზს მეტ-ნაკლებად დადებითად აფასებენ, თუმცა გუნდში სერიოზული ცვლილებების შედეგად, მონტელას გეგმებში კუჩკაც არ ჯდება.

თუ ჯანლუკა დი მარსიოს ოფიციალურ ვებ-გვერდს დავუჯერებთ, თურქები ძალიან მალე გაიფორმებენ იურაის. ისიც მოსალოდნელია, რომ 30 წლის სლოვაკი ფეხბურთელი ტრაბზონში დღის ბოლოსაც გაემგზავროს. ტრანსფერში "მილანი" დაახლოებით 6 მილიონ ევროს მიიღებს.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
Image

კომენტარები 1

rossonero11 7 ივლისი 2017 19:52
გუდ ბაი კუცო :D

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
რეკლამა

დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა, ბონავენტურა

გამოკითხვა

ეთანხმებით "მილანის" გადაწყვეტილებას ევროპა ლიგიდან თავის მოხსნასთან დაკავშირებით?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image