კონტი: "აღელვებული და ბედნიერი ვარ" (იტალიელი მილანშია!)

image
"მილანის" ერთ-ერთი გამორჩეული სამიზნე, 23 წლის ანდრეა კონტი უკვე ჩაფრინდა "ლინატეს" აეროპორტში და სულ მალე კლინიკა "მადონინაში" სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

"როსონერის" იტალიელი მცველის გადასაბირებლად, 24 მილიონი ევროსა და პრიმავერას ერთ-ერთი ლიდერის, მატეო პესინას გასხვისება მოუწია.

აეროპორტში კონტი მედიას გაესაუბრა და მის გარშემო ბოლო დროინდელ შექმნილ სიტუაციას "უძილო ღამეები" უწოდა. მან ჟურნალისტებს გაანდო, რომ ძალიან ბედნიერი და აღელვებულია.

"სიტყვებს ვერ ვპოულობ. როგორც იქნა ყველაფერი გაირკვა და მე დღეს აქ ვიმყოფები. ის უძილო ღამეებიც წარსულს ჩაბარდა, მალე შავ-წითელ მაისურს მოვირგებ. ძალიან ბედნიერი ვარ და თან აღელვებული", - განაცხადა კონტიმ.

ცნობისთვის ახალგაზრდა ფეხბურთელმა გასულ სეზონში "ატალანტას" რიგებში 35 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა. გატანილი გოლების რაოდენობით მისთვის შარშანდელი სეზონი საუკეთესო იყო.


კონტი: "აღელვებული და ბედნიერი ვარ" (იტალიელი მილანშია!)
კონტი: "აღელვებული და ბედნიერი ვარ" (იტალიელი მილანშია!)
კონტი: "აღელვებული და ბედნიერი ვარ" (იტალიელი მილანშია!)
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

saba-acm 7 ივლისი 2017 19:52
მოდი პაპი ჩემპიონების გუნდში მოდი

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: მუსაკიო
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image