მონტელას პირველი პრესკონფერენცია ახალი სეზონის წინ (სრული ვერსია)

image
"მილანელოზე" მარკო ფასონემ, მასიმილიანო მირაბელიმ და ვინჩენცო მონტელამ პრე-სეზონის წინ პრესკონფერენცია გამართეს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ჟურნალისტების მიერ დასმულ საინტერესო კითხვებს უპასუხა.

"ენთუზიაზმით აღვსილი ვარ. ახალი ფეხბურთელების შეძენა თითქმის დასრულებულია და დრო დგება, ის გავაკეთო, რაც მევალება. ფასონემ და მირაბელიმ არაჩვეულებრივად იმუშავეს, მათი დამსახურებით დღეს უკვე მყავს შემადგენლობის მთავარი ბირთვი. ახლა კი დროა ვიზრუნოთ რამდენიმე მოთამაშისთვის ახალი კლუბის მონახვაზე".

"სუსო? წარმოიდგინეთ რამდენი სამუშაო იყო და არის ახლაც გუნდში. რთულია ყველაფრის ერთბაშად მოსწრება და ხელმძღვანელები არ უნდა გავაკრიტიკოთ. ესპანელთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, ძალიან მალე მის კონტრაქტზე მუშაობა დაიწყება და აუცილებლად გავახანგრძლივებთ. სუსო ჩემი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მისი დაკარგვა არ მინდა".

"გამორჩეული ფეხბურთელი? ადრე შეიძლება ეს იყო სხვა, თუმცა ახლა ჯაკომო ბონავენტურაა. მას შეუძლია შემატოს გუნდს ენთუზიაზმი და სამაგალითო გახდეს მოედანზე".

"მონტოლივო თუ ლოკატელი რეჯისტას პოზიციაზე? არ ვიცი, ეს დამოკიდებულია იმ პერიოდზე, რაც სეზონის წინ უნდა გავიაროთ. ჩვენ გვყავს ახალწვეული კესიე და რამდენიმე საინტერესო მოთამაშე. ყველა ფეხბურთელს დავაკვირდები და გადავწყვეტ, როგორი ტაქტიკით თამაში შეგვეძლება. სათადარიგოთა სკამზე აუცილებლად გვჭირდება ფეხბურთელი, რომელსაც თამაშის სტილის ვარიაცია შეეძლება".

"წარმატებისთვის საჭიროა სწრაფი ადაპტაცია. ახალწვეულთაგან მხოლოდ ბორინს და კესიეს აქვთ სერია A-ში თამაშის გამოცდილება. იმედი მაქვს, ანდრე სილვა მალე მოერგება გუნდს და თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გვიჩვენებს. ის უნდა გახდეს უფრო სრულყოფილი, ამას კი დიდი შრომით და ვარჯიშით შევძლებთ".

"ჩალჰანოღლუ? ანდრე არის ტრეკვარტირისტა და შეუძლია ფლანგზე მოქმედებაც. საჭიროა მისი სათანადოდ გამოყენება, თუმცა ჯერ არ ვიცი რას გადავწყვეტ. მიხარია, რომ ჩალჰანოღლუს შეძენა მოვახერეთ, მსგავსი თვისებების მქონე ფეხბურთელი ნამდვილად მჭირდებოდა".

"კალინიჩი? კარგია ტექნიკური თვალსაზრისით, თუმცა გვაქვს სხვა უამრავი ვარიანტი და ყველაფერს მომავალში შეიტყობთ. სატრანსფერო ბაზარზე საუბარი არ მინდა, ფასონემ და მირაბელიმ იციან ჩემი პოზიცია და ისე ვიმოქმედებთ, როგორც საჭირო იქნება"

"ხელმძღვანელებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, მათ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გამაცნეს ახალი პრექტი და მაშინვე ვთქვი "დიახ". კონტრაქტი გავახანგრძლივეთ და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ გვაქვს მკაფიო მიზნები და შესაძებლობები. მომდევნო სეზონში "მილანის" მინიმუმი მე-4 ადგილი იქნება და ამასთან, იტალიის თასზე და ევროპის ლიგაზე მაქსიმალურად დავიხარჯებით".

"კონკურენტები? "იუვენტუსი" ისევ ფავორიტია და რთული იქნება მათთან ჭიდილი, თუმცა მომავალში მათი დომინირების დამხობა მიზნად გვაქვს. "ფიორენტინასთან" კარგი მოგონებები მაკავშირებს, ცუდია, რომ ფლორენციელებმა წინა სეზონი ჩააგდეს, თუმცა ეს გუნდი ახლა აგნაგრიშგასწავევი ძალა იქნება. "რომა", "ნაპოლი", "ლაციო" და "ინტერი" დიდი მიზნებისთვის აუცილებლად იბრძოლებენ, ჩვენც არაფერს დავაკლებთ! წინ საინტერესო სეზონი გველის"
, - დაასრულა მონტელამ.


მონტელას პირველი პრესკონფერენცია ახალი სეზონის წინ (სრული ვერსია)
მონტელას პირველი პრესკონფერენცია ახალი სეზონის წინ (სრული ვერსია)
მონტელას პირველი პრესკონფერენცია ახალი სეზონის წინ (სრული ვერსია)
მონტელას პირველი პრესკონფერენცია ახალი სეზონის წინ (სრული ვერსია)
მონტელას პირველი პრესკონფერენცია ახალი სეზონის წინ (სრული ვერსია)
მონტელას პირველი პრესკონფერენცია ახალი სეზონის წინ (სრული ვერსია)
მონტელას პირველი პრესკონფერენცია ახალი სეზონის წინ (სრული ვერსია)
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

saba-acm 7 ივლისი 2017 19:55
მიდი მონტელ ახლა შენზეა ყველაფერი

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
მატჩის მილანელი
ჰაკან ჩალჰანოღლუ

N
გუნდები
ქულა
მატჩი
1
იუვენტუსი
95
38
2
ნაპოლი
91
38
3
რომა
77
38
4
ინტერი
72
38
5
ლაციო
72
38
6
მილანი
64
38
7
ატალანტა
60
38
დანაკლისი
-
-
გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება "მილანს" გაძლიერება ყველაზე მეტად?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image