მირაბელიმ პრესკონფერენციაზე ტრანსფერებთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა

image
"მილანელოზე" მარკო ფასონემ, მასიმილიანო მირაბელიმ და ვინჩენცო მონტელამ პრე-სეზონის წინ პრესკონფერენცია გამართეს.

კლუბის სპორტულმა დირექტორმა მასიმილიანო მირაბელიმ ძირითადად სატრანსფერო ბაზართან დაკავშირებით დასმულ კითხვებს უპასუხა:

"ჩვენთვის სატრანსფერო ბაზარი ჯერ არ დასრულებულა. ამ მომენტისთვის გუნდში გვყავს 35 ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია ყველა მათგანს მივცეთ სათამაშო დრო და სათანადო ანაზღაურება, ამიტომ ახლა რამდენიმე მოთამაშის გასხვისებაზე მოგვიწევს მუშაობა. შემდეგ სეზონში სამ ჩემპიონატში ვიასპარეზებთ და სათადარიგოთა სკამი გრძელი უნდა იყოს, ამიტომ ამ მხრივაც შევიმუშავებთ გარკვეულ გეგმას".

"შემოთავაზებები მივიღეთ ლაპადულასა და ბაკას თაობაზე. ჯერჯერობით არაფერი გადაწყვეტილა, თუმცა თავდასხმის გაზში 2 ახალი ფებურთელი გვყავს, ეს კი ძველების წასვლას უდრის. ახლა ბევრ ფეხბურთელს სურს "როსონერიში" დარჩენა ან აქ გადმოსვლა, რადგან ყველა ხვდება, რომ ეს მომავლის პროექტია, მაგრამ საჭიროა, ვიპოვოთ ბალანსი და შევინარჩუნოთ ან შევიძინოთ ის მოთამაშეები, ვინც გვჭრდება".

"კეიტა? ის არის კარგი მოთამაშე, მაგრამ ჩვენს გეგმებში აღარ შედის. ბილია? დიახ, მისი შეძენა გვინდა და "ლაციოს" პრეზიდენტ ლოტიტოსაც ხშირად ვესაუბრებით ამ საკითხზე, თუმცა ფინანსურ მხარეებზე ჯერ კიდევ ვერ ვთანხმდებით".

"მილანს" ევროკავშირის პასპორტის არმქონე 2 მოთამაშის შეძენა კიდევ შეუძლია. ბრაზილიელი და არგენტინელი ფეხბურთელების მიმართ ინტერესი ამ ეტაპზე არ გვაქვს, თუმცა კარგია, რომ ლიმიტი არ ამოგვიწურავს, რადგან ეს სატრანსფერო ბაზარი ჯერ მხოლოდ დასაწყისია".

"დაცვის ხაზი საკმაოდ დაკომლექტებულია, თუმცა კონტის ტრანსფერზე ვმუშაობთ. პალეტა და დე შილიო? გაბრიელის თაობაზე მივიღეთ საინტერესო შეთავაზება და დაგვტოვებს, ან მომდევნო სეზონშიც დარჩება. რაც შეეხება მატიას, ჩვენ უკვე ვესაუბრეთ მის აგენტს, რომელმაც გვითხრა, რომ გარკვეული მიზეზების გამო კლუბის შეცვლა სურთ. პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებას, თუმცა "იუვენტუსი" ჯერჯერობით მისაღები წინადადებით არ დაგვკავშირებია. მათ მოუწევთ დათმობაზე წასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში დე შილიო "მილანში" დარჩება".

"განხორციელებული ტრანსფერებით კმაყოფილი ვარ. შეხედეთ გუნდის საშუალო ასაკს, ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, დაბალანსებული და ბრძოლისუნარიანი გუნდი ევროპაში. ასეთი პროექტი გრძელვადიან პერსპექტივაში დიდ შედეგს მოგვცემს. "მილანი" დაბრუნდება"
, - განაცხადა კლუბის სპორტულმა დირექტორმა.


მირაბელიმ პრესკონფერენციაზე ტრანსფერებთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა
მირაბელიმ პრესკონფერენციაზე ტრანსფერებთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა
მირაბელიმ პრესკონფერენციაზე ტრანსფერებთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა
მირაბელიმ პრესკონფერენციაზე ტრანსფერებთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა
მირაბელიმ პრესკონფერენციაზე ტრანსფერებთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა
მირაბელიმ პრესკონფერენციაზე ტრანსფერებთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა
მირაბელიმ პრესკონფერენციაზე ტრანსფერებთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
მატჩის მილანელი
ჰაკან ჩალჰანოღლუ

N
გუნდები
ქულა
მატჩი
1
იუვენტუსი
95
38
2
ნაპოლი
91
38
3
რომა
77
38
4
ინტერი
72
38
5
ლაციო
72
38
6
მილანი
64
38
7
ატალანტა
60
38
დანაკლისი
-
-
გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება "მილანს" გაძლიერება ყველაზე მეტად?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image