მარკო ფასონეს პრესკონფერენცია: "სატრანსფერო ბაზარზე მუშაობა არ დაგვისრულებია"

image
დღეს "მილანმა" ოფიციალურად გახსნა ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპი. გუნდმა არასრული შემადგენლობით ივარჯიშა, მანამდე კი მარკო ფასონემ, მასიმილიანო მირაბელიმ და ვინჩენცო მონტელამ პრესკონფერენცია გამართეს.

"როსონერის" ახალმა გენერალურმა დირექტორმა გუნდში მომხდარ ცვლილებებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, შემდეგ კი ჟურნალისტების დასმულ საინტერესო კითხვებსაც გასცა პასუხი.

"დღეს 5 ივლისია და ეს თარიღი შეგვიძლია ჩავწეროთ ახალი "მილანის" დაბადების დღედ. გუნდში უკვე მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები და სეზონს დიდებული ენერგიით ვხვდებით. საინტერესო და იმედის მომცემი წელი გველის. ვიმედოვნებ, ჩვენს მიერ განხორციელებული და განსახორციელებელი სამშაო ამ ახალ სეზონზე უკვე აისახება".

"სატრანსფერო ბაზარი? ძალიან მცირე დროა, რაც "როსონერის" სათავეში ვართ და უკვე დავხარჯეთ დაახლოებით 100 მილიონი ევრო, შედეგად გუნდი გაძლიერდა ნიჭიერი და საჭირო მოთამაშეებით. ჩვენი სატრანსფერო გადაწყვეტილებები იყო ერთობლივი მუშაობის და საფუძვლიანი დაკვირვებების შედეგი".

"სრულებით ვაანალიზებთ, რა დონის გუნდშიც გვიწევს მუშაობა. მადლობელი ვართ ყველასი, ვინც "როსონერი" მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე აიყვანა და ახლა ჩვენი მიზანი უბრალოდ არის ის, რომ "მილანმა" არ გადაუხვიოს ისტორიას... დაპირებებს ეტაპობრივად ვასრულებთ, შეუძლებელია ერთბაშად 0-დან მიაღწიო მაქსიმუმს, თუმცა ეტაპობრივად განსახორციელებელი ჩვენი გეგმა აუცილებლად მოგვცემს შედეგს".

"რამდენიმე დღეში ჩინეთში გავემგზავრებით და გუნდის მფლობელებს შევხვდებით. იონგჰონ ლისთან და "მილანის" საბჭოსთან ერთად ფინანსური მენეჯმენტის საკითხებს გავივლით. ჩვენ გვინდა, მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტიციები და მომდევნო სატრანსფერო ბაზრებს სათანადო ბიუჯეტით შევხვდეთ".

"შევიძენთ თუ არა ტოპ კლასის ფეხბურთელს ახლა? როგორც ავღნიშნე, ფინანსების გადახედვას ვგეგმავთ. მომდევნო 10 დღის მანძილზე ბიუჯეტის ფორმირებას მოვახდენთ და ზუსტად გავიგებთ, რა თანხის დახარჯვა შეგვეძლება კიდევ. სატრანსფერო ბაზარზე მუშაობა კი არ დაგვისრულებია, პირველ რიგში ანდრეა კონტის საქმე გვაქვს დასახური და აგრეთვე, მოგვიწევს რამდენიმე მოთამაშეს ახალი კლუბი მოვუძებნოთ. გვჭირდება გრძელი სათადარიგოთა სკამი, რადგან 3 ტურნირზე მოგვიწევს ბრძოლა, თუმცა ამხელაც არ არის საჭირო".

"დონარუმა? ადრეც ვთქვი, მისთვის "მილანის" კარი ღია იქნებოდა. ახალი შეთავაზება გავაკეთეთ, მიიღო, და ვგრძნობ, რომ შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ. სავარაუდოდ, ერთ ან ორ დღეში ყველაფერი გაირკვევა. რაიოლა? არანაირი უთანხმოება ჩვენს შორის არ არსებობს, ის არის აგენტი და თავის კლიენტზე ზრუნავს. ჩვენ გვჭირდება დონარუმა და მას სჭირდება "მილანი", ახლა მხოლოდ ეს არის მთავარი".

"სეზონისთვის მზადებას რამდენიმე დღით ადრე ვიწყებთ, რადგან გუნდი კარგად შეთამაშდეს ევროპის ლიგის მატჩებამდე. სატრანსფერო ბაზარზე ჩვენი საქმის მნიშვნელოვანი ნაწილი შევასრულეთ, ახლა ჯერი ვინჩენცო მონტელაზეა. ის პროფესიონალია და იცის, რა სჭირდება ახლა გუნდს, სწორედ ამიტომ შევაჩერეთ მასზე არჩევანი",
- განაცხადა მარკო ფასონემ.


მარკო ფასონეს პრესკონფერენცია: "სატრანსფერო ბაზარზე მუშაობა არ დაგვისრულებია"
მარკო ფასონეს პრესკონფერენცია: "სატრანსფერო ბაზარზე მუშაობა არ დაგვისრულებია"
მარკო ფასონეს პრესკონფერენცია: "სატრანსფერო ბაზარზე მუშაობა არ დაგვისრულებია"
მარკო ფასონეს პრესკონფერენცია: "სატრანსფერო ბაზარზე მუშაობა არ დაგვისრულებია"
მარკო ფასონეს პრესკონფერენცია: "სატრანსფერო ბაზარზე მუშაობა არ დაგვისრულებია"
მარკო ფასონეს პრესკონფერენცია: "სატრანსფერო ბაზარზე მუშაობა არ დაგვისრულებია"
მარკო ფასონეს პრესკონფერენცია: "სატრანსფერო ბაზარზე მუშაობა არ დაგვისრულებია"
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 1

saba-acm 6 ივლისი 2017 00:11
მონტელას თუ წერთ ფასონეს მე გავამზადებ <3

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
მატჩის მილანელი
ჯაკომო ბონავენტურა

N
გუნდები
ქულა
მატჩი
1
იუვენტუსი
85
33
2
ნაპოლი
81
33
3
ლაციო
67
34
4
რომა
67
34
5
ინტერი
63
33
6
მილანი
54
34
7
ატალანტა
52
33
დანაკლისი
არავინ
ანდრეა კონტი, ალესიო რომანიოლი
გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება "მილანს" გაძლიერება ყველაზე მეტად?

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image