logo

რატომ ვერ იყიდა "მილანმა" გარეთ ბეილი

რატომ ვერ იყიდა "მილანმა" გარეთ ბეილი

MilanLive გვაუწყებს, რომ 2009 წელს, 11 წლის წინ "მილანი" გარეთ ბეილის ტრანსფერთან ძალიან ახლოს იყო.

2009 წელს "როსონერი" უნდა დაეტოვებინა ჩეხ განაპირა მცველს, მარეკ იანკულოვსკის, თუმცა მან საბოლოოდ გუნდში დარჩენა გადაწყვიტა.

შემდგომში, 2011 წელს იანკულოვსკიმ მაქს ალეგრის თაოსნობით სკუდეტოს მოგებაც მოახერხა და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა გუნდი.

თუ იანკულოვსკი 2009 წელს "მილანს" დატოვებდა, პრაქტიკულად გადაწყვეტილი იყო, რომ კლუბი მის შემცვლელად გარეთ ბეილს მიიყვანდა სულ რაღაც 5 მილიონ ევროდ. 

იმ დროისთვის უელსელი "ტოტენჰემში" ჯერ კიდევ მარცხენა მცველად თამაშობდა.

შეგახსენებთ, რომ 4 წლის შემდეგ ბეილი მადრიდის "რეალმა" 100 მილიონ ევროდ შეიძინა.

5 თვის წინ
1151 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ