logo

კალაძე: "ფინალის შემდეგ სრულიად განადგურებული ვიყავი"

კალაძე: "ფინალის შემდეგ სრულიად განადგურებული ვიყავი"

“მილანის” ყოფილმა მცველმა, ამჟამად თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ Instagram-ში, იტალიელ ჟურნალისტ კარლო პელეგატისთან პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

ქართველმა იტალიაში გატარებული პერიოდი გაიხსენა და "მილანისადმი" თავის დამოკიდებულებაზე ღიად ისაუბრა.

“მალდინი ჩემი ბავშვობის კუმირი იყო, ოთახში მისი პოსტერი მქონდა. ის და ნესტაც დიდი ჩემპიონები იყვნენ. მათთან ერთად თამაში შესანიშნავი რამ იყო.

დიდი გუნდის წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო ყოველდღიურად გაუმჯობესებისაკენ სწრაფვაა. 

ყოველდღიურად ვიბრძოდი იმისათვის, რომ ძირითადი შემადგენლობის წევრი ვყოფილიყავი.

 მქონდა რთული მომენტებიც, მაგრამ თავი არასოდეს დამიხრია და ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი”, – თქვა კალაძემ.

კალაძემ ასევე მწარედ გაიხსენა 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალიც.

“სტამბულის ფინალის შემდეგ განადგურებულები ვიყავით, თუმცა მაინც გამოვნახეთ ძალა და ორ წელში ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ.

ტყუილია ის ამბავი, თითქოს შესვენებაზე გამარჯვება წინასწარ ვიზეიმეთ. პირიქით, ანჩელოტიმ გვითხრა, რომ ყურადღებით უნდა ვყოფილიყავით, რადგან თამაში დასრულებული ჯერ არ იყო.”

შემოუერთდით სერია ა-ს ქართულ ჯგუფს და ერთად ვადევნოთ თვალი ჩვენი საყვარელი ჩემპიონატის სიახლეებს.

6 თვის წინ
909 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 198
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

იბრაჰიმოვიჩი, ლეაო, მუსაკიო

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ