logo

ფეხბურთელები უკმაყოფილებას ღიად გამოხატავენ, დეტალები

ფეხბურთელები უკმაყოფილებას ღიად გამოხატავენ, დეტალები

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ სპორტსმენებს 4 მაისიდან შეეძლებათ ინდივიდუალური ვარჯიში, თუმცა მათ 2 კვირა უნდა მოიცადონ და 18 მაისიდან დაიწყებენ სავარჯიშო მოედანზე გასვლას.

იტალიის ფეხბურთის ასოციაციას მიაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ულოგიკო და დისკრიმინაციულია და ფეხბურთელებს სჯერათ, რომ პირიქით, ეს რისკებს გაზრდის.

"ეს უფრო გაზრდის რისკებს, ვიდრე შეამცირებს. სპორტსმენებმა უნდა ივარჯიშონ იზოლაციის შემდეგ, რათა აირიდონ ტრავმები და მოემზადონ 18 მაისიდან ჯგუფური ვარჯიშებისთვის. უფრო სახიფათოა ინდივიდუალური ვარჯიში ქალაქში სპეციალური ეკიპირების გარეშე", - აცხადებენ ასოციაციაში.

ლაციოს მცველი, ფრანჩესკო აჩერბიც ამ რეგულაციის წინააღმდეგია:

"არ მინდა კამათი გამოვიწვიო, მაგრამ მე ჩემი კოლეგების მაგივრადაც ვსაუბრობ და არ მესმის, რატომ არ შემიძლია სპორტდარბაზში სარბენად წასვლა, რომელსაც სპეციალური დაცვის წესები გააჩნია და რატომ უნდა ვირბინო ქუჩაში, პარკში?!"

პარმას ფანკლუბმა ასევე გააკრიტიკა პრემიერის გადაწყვეტილება. მათი აზრით, გულშემატკივრებს შეუძლიათ ნახონ, როგორ ვარჯიშობენ ფეხბურთელები, რაც გაზრდის ვირუსის გავრცელების რისკს.

adjarasport.com

5 თვის წინ
1388 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 115
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ