"ფიორენტინას" პაკეტა უნდა: "მილანი" ბარტერს სთავაზობს

"ფიორენტინას" პაკეტა უნდა: "მილანი" ბარტერს სთავაზობს

ლუკას პაკეტა მიმდინარე სეზონში "მილანის" სათადარიგო მოთამაშე გახდა, ამიტომ "როსონერის" ხელმძღვანელობა მზადაა ბრაზილიელ ნახევარმცველს მარტივად შეელიოს. ლომბარდიულმა გრანდმა მას ფასიც დაადო - 35 მილიონი ევრო.

პაკეტა მსურველების ნაკლებობას არ უჩივის და ბევრი დაიწერა "ბენფიკასა" და "პსჟ"-ზე, თუმცა ოფიციალური შეთავაზება მხოლოდ "ფიორენტინამ" გააკეთა - 25 მილიონი ევრო, რაზეც "მილანმა" უარი განაცხადა.

საპირისპიროდ "როსონერიმ" ფლორენციელებს ლუკასის გაეტანო კასტროვილიში პირდაპირი გაცვლა შესთავაზა, რაზეც "იებისგან" ასევე უარყოფითი პასუხი მიიღო, თუმცა "Sportmediaset"-ის ინფორმაციით მოლაპარაკებები კვლავ განახლდება.

9 თვის წინ
1416 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 299
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

გაბია, ტეო ერნანდესი, ბენასერი, კრუნიჩი, ჩალჰანოღლუ, რებიჩი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

რომანიოლი, სალმაკერსი