logo

გაზიდისის შესანიშნავი იდეა! ახალი თავდამსხმელი შერჩეულია

გაზიდისის შესანიშნავი იდეა! ახალი თავდამსხმელი შერჩეულია

"მილანი" ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელის ძიებაშია და მთავარ კანდიდატად არკადიუშ მილიკი განიხილება, თუმცა "Corriere dello Sport"-ის ინფორმაციის გაზიდისს მაურო იკარდის სახით ახალი სამიზნე ჰყავს.

"პსჟ" არგენტინელი თავდამსხმელის გამოსყიდვას არ აპირებს, ამიტომ ზაფხულში იკარდის ნავსაყუდელის შეცვლა მოუწევს. თავად ფეხბურთელსაც აპენინის ნახევარკუნძულზე დაბრუნების დიდი სურვილი აქვს. გარდა ამისა, "ელიოტი" მზადაა გუნდის გასაძლიერებლად დიდი თანხა დახარჯოს.

ახლა კი ორი ფაქტორი, რომელიც ამ ტრანსფერს კიდევ უფრო რეალურს ხდის: პირველი ის, რომ ვანდა ნარას პარიზში ცხოვრება დიდად არ მოსწონს, ხოლო მეორე "ინტერის" ფაქტორია, რომელსაც "იუვენტუსის" კიდევ უფრო გაძლიერება არ უნდა და მზადაა იკარდი "მილანს" მიჰყიდოს.

4 თვის წინ
1247 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 394
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ