logo

მალდინი: "ვამაყობ რომ დინასტიას ვაგრძელებ"

მალდინი: "ვამაყობ რომ დინასტიას ვაგრძელებ"

დანიელ მალდინიმ ინსტაგრამის მეშვეობით გულშემატკივრების კითხვას უპასუხა.

როგორ გრძნობ თავს, როცა ბაბუისგან და მამისგან ასეთ მემკვიდრეობას იღებ?

"რა თქმა უნდა დიდი პასუხისმგებლობაა და ვამაყობ რომ დინასტიას ვაგრძელებ"

რომელ შეხვედრას იხილავდით თავიდან?

"იტალია-ესპანეთის დაპირისპირებას 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე"

როგორ გრძნობ თავს?

"ამჟამად თავს კარგად ვგრძნობ და ვირუსის სიმპტომები არ აღმენიშნება"

თანამედროვეობის რომელი ფეხბურთელი მოგწონთ ყველაზე მეტად?

"ჟოაო ფელიში"

რას ნიშნავს "როსონერის" ფერები შენთვის?

"ოჯახის სიმბოლოა"

როგორი ურთიერთობა გაქვს იბრაჰიმოვიჩთან?

"ძალიან კარგი. ხშირად მაძლევებს რჩევებს მოედანზე და მის გარეთაც"

რომელ პოზიციაზე თამაში მოგწონს ყველაზე მეტად?

"მეორე თავდამსხმელად, პირველი თავდამსხმელის უკან"

თანაგუნდელებიდან ყველაზე კარგად ვისთან ურთიერთობ?

"ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ განსაკუთრებული ურთიერთობა მაკავშირებს ლეაოსთან, კასტილეხოსთან და ჩალჰანოღლუსთან"

ვინ არის შენთვის ფეხბურთელის ეტალონი თუ მამაშენს არ ჩავთვლით?

"რონალდინიო"

6 თვის წინ
911 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 105
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ