"ატალანტასთან" შეხვედრა რიკარდო როდრიგესისათვის შავ-წითელი მაისურით შესაძლოა ბოლო იყოს. მისი აგენტი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს რამდენიმე მხარესთან.
ბოლო დღეებში კი ყველაზე აქტუალური სახელები "ნაპოლი" და "ფენერბაჰჩეა". "მილანმა" თურქების პირველი შეთავაზება არენდაზე უარყო, რადგან "როსონერის" შვეიცარიელი მარცხენა მცველის გაყიდვა იანვარშივე სურს 10-12 მილიონ ევროდ.
ამასობაში "ფენერბაჰჩეს" გულშემატკივრები როდრიგესის თამაშით აღფრთოვანებულები არიან და "ბეშიქთაშთან" შეხვედრაში ბანერიც კი გამოფინეს წარწერით: "გულშემატკივრები ვგიჟდებით რიკარდო როდრიგესზე."