ზლატან იბრაჰიმოვიჩის მილანური მომავალი ჯერჯერობით ბურუსითაა მოცული. ამჟამად 38 წლის ფეხბურთელი კორონავირუსის საფრთხის გამო შვედეთში ოჯახთან ერთად იმყოფება და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარი არ მიმდინარეობს.
ამასობაში "Gazzetta dello Sport" იტყობინება, რომ იბრა "მილანთან" კონტრაქტს მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაახანგრძლივებს. ზლატანის მოთხოვნა, ძლიერი და კონკურენტუნარიანი გუნდის ჩამოყალიბებაა, რომელიც მალევე მაღალი მიზნებისათვის შეძლებს ბრძოლას.
იბრაჰიმოვიჩს არ სურს ბედი იმ გუნდს დაუკავშიროს, რომლის მომავალიც კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება. მინო რაიოლას გაზიდისთან არანაირი პრობლემა არ აქვს, ამიტომ ყველაფერი მომავალ გეგმებზე იქნება დამოკიდებული.