"ლაიპციგის" ახალგაზრდა ცენტრალური მცველი დაიო უპამეკანო "მილანის" ორბიტაზე მოექცა. ფრანგ ფეხბურთელს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, ამიტომ დიდი ალბათობით ზაფხულში ნავსაყუდელს გამოიცვლის.
"Mundo Deportivo"-ს მტკიცებით, "ლაიპციგი" გუნდის ერთ-ერთ ლიდერს 60 მილიონ ევროდ აფასებს და გარდა "როსონერისა" მისი შეძენით "ბარსელონა" და "არსენალიც" ინტერესდებიან.
ფინანსურად ლომბარდიული გრანდი ვერც ერთ კლუბს ვერ შეედრება, მაგრამ ამ შემთხვევაში "მილანს" შესაძლოა რალფ რანგნიკის სახით ჰქონდეს უპირატესობა, რომელიც უპამეკანოს აღმომჩენია და გერმანულ კლუბში თავის დროზე სწორედ მან მიიწვია.