
"მილანის" ერთ-ერთი სპორტული დირექტორი ზვონიმირ ბობანი გაღიზიანებულია კლუბის აღმასრულებელი დირექტორის ივან გაზიდისის საქციელით. ბობანის პოზიციას იზიარებს პაოლო მალდინიც.
ტიტულოვანი კლუბის ლეგენდებს დაუშვებლად მიაჩნიათ მათ ზურგსუკან მოქმედება, როგორც ეს გაზიდისმა გააკეთა.
საქმე რალფ რანგნიკის საკითხს ეხება. მასთან მოლაპარაკებებს გაზიდისი მალდინისა და ბობანის ზურგსუკან აწარმოებდა.
მალდინი და ბობანი სასწრაფო წესით ითხოვენ დირექტორთა საბჭოს მოწვევას, რათა ეს თემა განიხილონ.
"ეს არ არის სწორი საქციელი და "მილანის" სტილი, თან მაშინ, როცა ყველა ვხედავთ, რომ გუნდი უკეთესი ხდება და ამაში ძალიან დიდია ჩვენი მწვრთნელის, სტეფანო პიოლის დამსახურება, მისი მძიმე შრომის ნაყოფი.
"გაზიდისმა დიდი უპატივცემულობა გამოიჩინა და მასთან სათანადო საუბარი უნდა გავმართოთ". - აცხადებს ბობანი.