ლეონარდომ ტიაგო სილვა აითვალწუნა, ბრაზილიელი "პსჟ"-ს დატოვებს

image
"Calciomercato.it"-ის ინფორმაციით, ტიაგო სილვას "პსჟ"-ში განხეთქილება აქვს და გამოცდილი კაპიტანი საფრანგეთს დიდი ალბათობით დატოვებს. პარიზელთა გენერალური მენეჯერი ლეონარდო კი მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.

ამ ორ ადამიანს შორის განხეთქილების მიზეზი კი ტიაგო სილვას ზედმეტი გავლენაა ფეხბურთელებზე. ლეონარდოს არ სურს ვეტერანი მცველის შენარჩუნება და ფოკუსირებას ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ახდენს.

"პსჟ" შესაძლოა იანვარშივე დათანხმდეს მის გასხვისებას, რათა უფასოდ არ დაკარგოს კაპიტანი და 35 წლის ცენტრალური მცველი კვლავ "სან სიროზე" დაბრუნდეს. ამ შემთხვევაში დიდია შანსი 2012 წლის სცენარი პირიქით განვითარდეს - ტიაგო სილვა და იბრაჰიმოვიჩი "მილანში" ერთად დაბრუნდნენ.
скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები 7

tabihno 4 დეკემბერი 2019 12:53
ბარსელონასთან კუთხურიდან გატანილი გოლის მერე მიყვარს ეს :დ როცა სილვა და იბრა წავიდნენ მაშინ წავედით ფსკერზე და იქნებ წამოვიდეთ ზემოთ ისევ.
უნდა მოიყვანონ სილვა კარგი მაგალითი იქნება რომანასთვის , იბრა ფაქტიურად მილანელია ისევ და ესეც დაბრუნდეს უკან
rijkaard 4 დეკემბერი 2019 09:23
ციტატა: kapana
მგონი მცველისთვის ზედმეტად ბებრია, რამდენსგაქაჩავს კიდევ ? სეზონის ბოლომდე ? მაქსიმუმ 1 წელი და რამდენი უნდა გადავიხადოთ ამ ერთ წელში ?

ფორვარდისთვის არაა 38 წელი ბებერი და მცველისთვისაა? 35 წლის მალდინი ნესტა კანავარო სტამი აღარაფერს ვამბობ კაფუ დანი ალვეში და ასე შემდეგ სასტავზე. სხვა თუ არაფერი ავტორიტეტი კლასი და გამოცდილებაა რაც პოზიციურად თამასშიც აისახება
rossoneri-best 4 დეკემბერი 2019 02:04
ციტატა: kapana
მგონი მცველისთვის ზედმეტად ბებრია, რამდენსგაქაჩავს კიდევ ? სეზონის ბოლომდე ? მაქსიმუმ 1 წელი და რამდენი უნდა გადავიხადოთ ამ ერთ წელში ?

ბონუჩის მოსვლის შემდეგ რომანიოლი ბევრად დაიხვეწა. სილვასგან მართლაც ბევრს ისწავლის და მინიმუმ ერთი წელი მუსაკიოზე მაღალ დონეზე მაინც ითამაშებს და არამგონია 10 მილიონზე მეტი დაადოს პსჟმ ფასი
kapana 4 დეკემბერი 2019 01:14
მგონი მცველისთვის ზედმეტად ბებრია, რამდენსგაქაჩავს კიდევ ? სეზონის ბოლომდე ? მაქსიმუმ 1 წელი და რამდენი უნდა გადავიხადოთ ამ ერთ წელში ?
milanista17 4 დეკემბერი 2019 00:59
რომანიოლი სილვა უკვე თემააა
superkaka22 4 დეკემბერი 2019 00:35
ტიაგო სილვა გაასწორებს, თან ამას მილანი მაგრად ევასება და ზლატანი და ტიაგო სილვა თუ მილანში დაასრულებენ კარიერას კარგი იქნება

კომენტარის დამატება

კოდის განახლება
* გაიარეთ საიტზე ავტორიზაცია, რაც კომენტარის დატოვების პროცედურას გაგიმარტივებთ
გამოკითხვა

5 ბალიანი სისტემით, როგორ შეაფასებდით "მილანის" სატრანსფერო პოლიტიკას?


დანაკლისი
დისკვალიფიცირებული: არავინ
ტრავმირებული: კალდარა

რეკლამა
Image
შემოგვიერთდით
მულტიმედია
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image